მასწავლებელს შეუძლია, პირბადე არ ეკეთოს თუ... - პრემიერის გადაწყვეტილება
პირბადის ტარების წესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რა შემთხვევაში აქვს უფლება პირს დახურულ შენობაში/სივრცეში არ ატაროს პირბადე.
ცვლილებაში, რომელიც 28 მარტიდან შევიდა ძალაში აღნიშნულია, რომ პირს შეუძლია პირბადე არ გამოიყენოს თუ საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ ერთი მეტრის სოციალურ დისტანციას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ მასწავლებსაც შეუძლიათ საკლასო ოთახში პირბადე მოიხსნან მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა დაფასთან დგას, გაკვეთილს ხსნის და მოსწავლეებისგან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია აქვს დაცული.
ამასთან, პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება:საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია ერთი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
დახურული ტიპის ბაზრებსა და ბაზრობებზე.
იხილეთ:
სკოლებსა და ბაღებში პირბადეები მოიხსნა? - საკოორდინაციო საბჭომ სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოსკოლები და ბაღები აღარ დაიხურება - „ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება“