კერძო სკოლა „მილენიუმში“ ბულინგის თემაზე იმსჯელეს
07-03-2018

ტერმინი „ბულინგი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან და ქართულად ითარგმნება როგორც „ჩაგვრას/აბუჩად აგდება“. ეს არის სოციალური მოვლენა, აგრესიული სახის ქცევა, რომელივ უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. 

„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ძალადობის ეს ფორმა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. შედეგად ვიღებთ ერთ მხარეს მოძალადე და დაუნდობელ, მეორეს მხარეს კი ფსიქოლოგიური პრობლემებით სავსე მოზარდს, რომლის თვითშეფასება იმდენად შელახული, რომ პიროვნების ნორმალური განვითარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა ვერც მჩაგვრელი იქნება საზოგადოების სასურველი წევრი.

რა აქცევს ბავშვს მოძალადედ? როგორ დავიცვათ მოზარდი მჩაგვრელისგან? რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ, როგორც მინიმუმ, შემცირდეს ბულინგის შემთხვევები? არის ეს მარტო სკოლის პრობლემა? თუ მსგავსი საკითხები კომპლექსურად უნდა გადაწყდეს?!

სწორედ მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზის ძიების ცდა იყო ქ. რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ გამართული დისკუსია თემაზე - ,,სკოლის, ოჯახის, საზოგადოების, ეკლესიისა და სახლემწიფოს როლი მოზარდის აღზრდა-განვითარებაში“: თემატური ვიდეო-რგოლის ჩვენებისა და სკოლის პედაგოგი შესავალი სიტყვის შემდეგ მსჯელობაში ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ქ. რუსთავის ქალაქის მერი, რუსთავის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, ფსიქოლოგები და თემით დაინტერესებული, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მიუხედავად შეხვედრის ხანგრძლივობისა, სათქმელის ამოწურვამდე, ბუნებრივია, შორია. შესაბამისად, გაგრძელდა შეხვედრები და „მილენიუმის“ მოსწავლეებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ ლექცია ჩაუტარა  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი მიწვეული სტუმრისგან მოისმინეს. 

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. 

„მილენიუმის“ მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა მსგავს თემებზე საუბარი ე.წ. „კლასის საათის“ ფარგლებშიც გააგრძელეს (უმეტესობამ იხილა მსგავს თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ფილმი „საოცრება“) აქტიური მსჯელობა-კამათის შედეგად არაერთი საინტერესო დასკვანა გამოიტანეს როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა. 

ფაქტი ერთია, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს კომპლექსურად. ყველა მხარე უნდა იყოს თანაბრად ჩართული ახალგაზრდობის აღზრდისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით და, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მინიმალური შედეგი იყოს ბულინგის შემცირება ჩვენს სკოლებსა და, ზოგადად, საზოგადოებაში.

კერძო სკოლა „მილენიუმი“ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203