„დედაშვილობა-სიცოცხლის ლამპარი“ - ჩიბათის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
07-03-2018

„დედაშვილობა-სიცოცხლის ლამპარი“ - ასე ერქვა დედის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს, რომელიც  ჩიბათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მოაწყვეს. 

მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოგამოფენა ,,ჩემი ბედნიერი წუთები'', ბავშვებმა თვითონ დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებიც დედებს გადასცეს საჩუქრად. 

ზეიმზე სამივე თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა: შვილებმა, დედებმა,და ბებიებმა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ერთმანეთს ცვლიდა: სიმღერა, ცეკვა, ლექსის კითხვა და სხვადასხვა აქტივობა, რამაც დარბაზი დადებითი ემოციებით განაწყო.


ღონისძიება დამრიგებლის მარინა ტიშჩენკოს ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203