დედის დღე მორძგვეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა
05-03-2018

სასიამოვნო და ამაღლებული განწყობა სუფევდა როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლაში.

მოსწავლეები თავიანთ მშობლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენელ ქალბატონებთან ერთად დედის დღეს ზეიმობდნენ. ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას-ცეკვა, ცეკვას-მუსიკალური სკეტჩები და წარმოდგენები...

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მედეა ასანიძე, ნინო მეგრელიშვილი, დები ანა და მარიამ კაპანაძეები, და-ძმა  ნესტანი, შორენა, გიორგი ნიშნიანიძეები.  

ღონისძიებაში  ჩართული იყო ყველა მოსწავლე: ძმები ლუკა და დავით ღვალაძეები, და-ძმა მარიამ და გიორგი აბუთიძეები, მარიამ კაპანაძე, მანანა კაპანაძე, ნიკა მეგრელიშვილი, ერთადერთი პირველკლასელი ილია მოდებაძე რომელმაც შესანიშნავად წაკითხული  ლექსით მიულოცა დედის დღე თავის დედიკოს...

სკოლის დირექტორმა მაია ბარჯაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს მზია ღვალაძეს, ნათია მესხიშვილს, მეგი გიორგაძეს, ეკატერინე კაპანაძეს ღონისძიების  მომზადებაში გამოჩენილი აქტიურობის გამო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203