დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შემდეგი ტურისთვის დაიწყეს მზადება
07-03-2018
დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლების ინფორმაციით, შესარჩევ ტურში სულ 62 მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან 16 მოსწავლემ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურს. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ და თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს. ახლა უკვე მომდევნო ეტაპისთვის დაიწყეს მზადება,“ - აღნიშნეს წაღვერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგებმა.