16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს სკოლაში ვერ შეიყვანთ - მინისტრის ბრძანება
01-04-2022
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხკელის ბრძანებით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რეგისტრაციის ვადები განსაზღვრულია. ერთ-ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც მშობლებს ყოველ წელს აქვთ, არის ის, შეძლებენ თუ არა მათი 5 წლის შვილები დარეგისტრირებას სკოლაში თუკი მაგალითად 6 წლის 16 ან 17 სექტემბერს ხდებიან? 

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ემთხვევა და სასწავლო წელი 16 ან 17 სექტემბერს იწყება, მაშინ გამონაკლისის სახით ხდება დაშვება, რომ პირველ კლასში დარეგისტრირდენენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დასწყების დღეს უსრულდებათ. 

2020 წლის 15 სექტემბერი ხუთშაბათია, ანუ ახალი სასწავლი წელი ანუ შუა კვირაში  იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პირველ კალში რეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრისთვის აქვთ შესრულებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დაწყებული აქვს საკითხის განხილვა, რომელიც სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკის ცვლილებას ეხება. საუბარია, სკოლაში იმ მოსწავლეების ჩარიცხვაზეც, რომელებიც 6 წლის 31 დეკემბრამდე ხდებიან. საკანონმდებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგებთან და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რამდენად სწორი იქნება, შეიცვალოს პირველ კლასში შესაყვანი ბავშვის ასაკი და არის თუ არა მზად სამინისტრო, გაუმკლავდეს მოსწავლეთა გაზრდილ რაოდენობას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარკვეულ მონახაზს აპრილის ბოლოსთვის წარმოადგენენ. თუმცა ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შეეხება თუ არა ეს 2022-2023 სასწავლო წლის პირველკლასელებს, უცნობია. 

იხილეთ: პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან იწყება
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203