ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა
07-03-2018
ხვანჭკარის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია „რწმენა ჩემს ცხოვრენაში“ ჩატარდა. 

კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმუნდესისა და უნეტარესის ილია ლლ-ის დაბადების 85-ე და აღსაყდრების მე-40 წლისთავს მიეძღვნა.   

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები: 

1) „გიყვარდეს მოყვასი შენი“ - მომხსენებელი ანა ჭარბაძე.
2)„ადამიანი - ხატება ღვთისა“- მომხსენებელი კესო შიშინაშვილი.
3) პრეზენტაცია - „ჩვენი პატრიარქები“, რომელიც წარადგინეს Vl-VII კლასის მოსწავლეებმა. 
4)პრეზენტაცია „ჩვენი პატრიარქი“  - წარმოადგინა ეკა ქარსელაძემ.   

ღონისძიება მიმდინარეობდა პატრიარქის მიერ შექმნილი „კირიელეისონის“ფონზე. 

ბავშვებმა წაიკითხეს პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ რეხვიაშვილი და პოეტი გურამ გორდეზიანი. 

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის წლის საუკეთესო მასწავლებელი ნინო ჭარბაძე იყო.

ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203