ისტორიის პედაგოგის ხელმძღვანელობით მარელისის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
07-03-2018
მარელისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მაინც აღსდგება საქართველო ვერ დაძლეული“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები.

მეფის მაგალითით საქართველოს აღდგენა, გამთლიანება და ნათელი მომავალი იყო ღონისძიების მთავარი მოტივი. 

სკოლის წარმომადგენლების თქმით, პატრიოტიზმი და ოპტიმიზმი იფრქვეოდა სცენიდან: 

„მოსწავლეთა საოცარმა შესრულებამ კვლავ დაგვარწმუნა, რომ ქართულ გენს გადაშენება არ ემუქრება, რომ საქრთველო ფენიქსივით კვლავ აღსდგება და გამთლიანდება.“

მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგი ინგა ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203