სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია გაუქმდა
31-03-2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 74 ხმით მიიღეს.

კანონმდებლებმა საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღეს ასევე თანმდევი კანონპროექტები, კერძოდ, ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებათა პროექტები.

ცვლილებები ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას. ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას. გარდა ამისა, კანონის პროექტით ახლებურად დარეგულირდება სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებასთან, ავტორიზაციის სამართლებრივ შედეგებთან და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები.

იხილეთსკოლებთან და უმაღლესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო - ბრძანება ძალაშია

უმაღლესებში კლასტერული აკრედიტაციის დანერგვა კანონით განისაზღვრა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203