ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური წერილი
07-03-2018
ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს სოფლის პროდუქტი (კარტოფილი, ყველი და სხვ.) და ტანსაცმელი და თბილისის მიუსაფარ და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა თავშესაფარ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
ბენეფიციართან შეთანხმებით გთავაზობთ გასაუბრების მოკლე შინაარსს.
ბარეთის მოსწავლე - გამარჯობა, რა გქვია? - გია ვარ, 10 წლის, სკოლაში არ დავდივარ. - როგორია შენი ცხოვრება? - ცუდი, არავის ვუნდივარ...დედას არ ვუნდივარ... საზოგადოება კიდევ...
ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა, თითქოს უდარდელად ნათქვამ სიტყვებში უდიდესი ტკივილია, რით შეიძლება გავამხნევოთ?! დავიბენით, სიტყვის თქმას ვერ ვახერხებთ...
მათ თქვეს ლექსები, იმღერეს, ითამაშეს და დავემშვიდობეთ იმ პირობით, რომ კიდევ ვინახულებდით.
დღე გრძელდება.
საღამოს 6 საათზე რაგბის მატჩს დავესწარით. ყველამ ვიცით, როგორ გააბედნიერეს გულშემატკივარი, მათ შორის ჩვენც, მაგრამ სიტყვები: დედას არ ვუნდივარ... არ ამოდის გონებიდან.
საღამოს კინოთეატრ ამირანში „დედეს“ ვუყურეთ, ფილმაც ემოციურად დაგვტვირთვა. იმ ტრადიციების უგულებელყოფა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, ვფიქრობთ, ყველაზე კარგად სვანმა რეჟისორებმა შეძლეს.
სოფელ ბარეთის სკოლის ბავშვები ბედნიერები ვართ, რომ ვახერხებთ მიუსაფარი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დახმარებას, შეგვიძლია ვიყოთ გულშემატკივრები სტადიონზე, ვუყუროთ კინოთეატრში ფილმს და სხვა.