თბილისის N157 საჯარო სკოლის ორი მერვეკლასელი სპორტის გაკვეთილზე ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს მცირე დაზიანება აღენიშნება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა ლანა ნასიძემ მიაწოდა. სკოლის დირექტორი გამორიცხავს მოსწავლეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს და აღნიშნავს, რომ ბავშვები ერთმანეთს შემთხვევით შეეჯახნენ. ამის მიუხედავად, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს:
„სპორტის გაკვეთილზე მოსწავლეები ერთმანეთს შემთხვევით შეეჯახნენ, რის შედაგადაც ერთს ტუჩი დაუზიანდა, მეორეს - ცხვირი. ფაქტის შესახებ მშობლებს შევატყობინეთ და პრევენციის მიზნით, პოლიცია გამოვიძახეთ. მშობლების თანდასწრებით დავადგინეთ, რომ მოსწავლეებს ერთმანეთთან რაიმე კონფლიქტი არ მოსვლიათ, როგორც აღვნიშნე, შეთხვევით შეეჯახნენ. ორივე კარგად გრძნობს თავს, უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდათ და საავადმყოფოში არ გადაგვიყვანია, არ იყო ამის საჭიროება,“ - აღნიშნა N157 საჯარო სკოლის დირექტორმა ლანა ნასიძემ
Etaloni.ge-სთან საუბრისას.