პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს და ვის ეკუთვნის გამოცდაზე უფასო რეგისტრაცია? - მასწავლებლის სახლის განმარტება
31-03-2022

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლის გამოცდაზე რეგისტრაცია, დანარჩენი პედაგოგებისგან განსხვავებით, უფასოა. მინისტრის ამ გადაწყვეტილებამ ჯერ გაუგებრობა, შემდეგ კი უკმაყოფილება გამოიწვია, რა საჭიროა მასწავლებლების ასე დაყოფაო...

ასეა თუ ისე, სწორედ პრაქტიკოსები გაივლიან უფასოდ რეგისტრაციას, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ განათლების მინისტრის ბრძანების ამ მონაკვეთმა ბევრი პედაგოგი შეცდომაში შეიყვანა - ჰგონიათ, რომ პრაქტიკოსები ისინი არიან, ვინც შარშან გამოცდა ვერ ჩააბარა, სინამდვლეში ასე არ არის.

და ვინ არიან პრაქტიკოსები, ვინც გამოცდაზე უფასოდ რეგისტრაციას შეძლებს? - აღნიშნული კითხვით, Etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს, მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს შეუნარჩუნდათ:

„ზოგადად, პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს; არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები დარჩნენ მხოლოდ და სწორედ ისინი გაივლიან რეგისტრაციას ყოველგვარი საფასურის გარეშე, ოღონდ მხოლოდ საგნის გამოცდაზე რეგისტრაციას შეძლებენ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203