არა, ძალადობას! - ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ორის სკოლის, განახლებისა და ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ხელმძღვანელების, მარეხი
კოჩალიძისა და ლანა დავითაძის თაოსნობით, განხორციელდა პროექტი - „არა,ძალადობას!“. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი რესურსცენტრის
უფროსი, ედუარდ მიქელაძე, იურისტი გენად აბაშიძე, შშს აჭარის
პოლიიცის დეპარტამენტის, ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების
განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი, რამინ ბოლქვაძე,
ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის
ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კობა ბოლქვაძე, ჩაოს
საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე, განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე, პედაგოგი ოთარ ბოლქვაძე და მშობელი ამილონა დეკანაძე.
ნაჩვენები იქნა ვიდეო ბულინგის
წინააღმდეგ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის
გზებზე, დასვეს კითხვები. საუბარი დისკუსიის ფორმით წარიმართა.
ბავშვების
მიერ დასმულ კითხვებზე კომპეტენტურმა პირებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
იყო ლექსები ამ საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანი -
არა, ძალადობას! მიღწეული იქნა.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა
მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით, ჩაოს საჯარო სკოლის
მოსწავლეებს, ღონისძიების ორგანიზატორს, განახლების საჯარო სკოლის პედაგოგს
დარიკო მელაძეს.
ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული