კოვიდრეგულაციები მოიხსნა, თუმცა მოსწავლეები სკოლაში მაინც არ დადიან
01-04-2022

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ონლაინ-სწავლებაზე გადასული მოსწავლეების რიცხვი შემცირებულია, ამასთან რამდენჯერმეა გაზრდილი სკოლაში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა.

ხუთშაბათს, 17 თებერვალს სწავლის დისტანციური მოდელი 1246-მა მოსწავლემ აირჩია, ხოლო ონლაინიდან საკლასო ოთახში დაბრუნების გადაწყვეტილება 5925-მა მოსწავლემ მიიღო.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203