წამლები, რომელიც ყველა სკოლაში უნდა იყოს - მინისტრის ბრძანება
05-04-2022

განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა სკოლის ექიმის საქმიანობისა და ასევე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობის სტანდარტი.

ბრძანებაში დეტალურადაა გაწერილი სკოლის ექიმისა და ექთნის ფუბქცია-მოვალეობები და ასევე იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელიც ყველა სკოლაში სავალდებულოა, რომ იყოს.

სკოლის სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში სავალდებულო მედიკამენტების ნუსხა

ა) არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);

ბ) ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);

გ) ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ., ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები,  ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);

დ) ადგილობრივი  მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. დიკლოფენაკი);

ე) ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);

ვ) ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები - ალბუტეროლი და სხვ.);

ზ) სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);

თ) რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;

ი) პროტონული  ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი);

კ) დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი);

ლ) ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);

მ) კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);

ნ) მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);

ო) ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;

პ) ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);

ჟ) თვალის წვეთები  (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი);

რ) ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი;

ს) ყურის წვეთები (მაგ., ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა).

იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.

შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა შეიძლება შეივსოს დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203