სწავლა-სწავლების მიზნები - რა არის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მისია?
22-08-2022

საგნის სწავლა-სწავლების მიზნები კერძო საგნის კონტექსტში ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი ჯგუფის მიზნებს აკონკრეტებს. თითოეული საგნის სწავლებას კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს. თუმცა გარდა საგნობრივი განათლებისა, სკოლაში სწავლის თითოეულ საფეხურს თავისი მისია აქვს.

სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები - რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულებისას?

დაწყებითი საფეხურის მისიაა:

  • საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
  • საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
  • სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის მისიაა:

საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხურის მისიაა:

  • საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
  • მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203