ჩიბათის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღე ერთობლივად აღნიშნეს
07-03-2018

ჩიბათის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღე ერთობლივად აღნიშნეს. 

„დედის სახელი მზით ნაქარგია“ - მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა და მათმა კლასის დამრიგებლებმა ნონა ლომაძემ და ელვინა ბიკაშვილმა ორი ულამაზესი დღე - დედის და ქალთა დღე გააერთიანეს და ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ გვერდში მუსიკის მასწავლებელი ნატო ტუღუში ამოუდგა და გუნდური მუშაობის პრინციპით მართლაც, ზეიმად აქციეს აღნიშნული ღონისძიება:

„ბევრი ყვავილი, სურვილების წერილები და თბილი სიტყვები არ დაიშურეს დედიკოების მიმართ პატარებმა და ბოლოს ერთობლივი სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს მშობლებთან და მასწავლებლებთან. მადლობა ნონა და ელვინა მასწავლებელს თანამშრომლობისთვის და გაწეული შრომისთვის.“

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203