„უკრაინის მზის სხივმა“ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში შემოანათა“ - აღმზრდელ-პედაგოგები პატარა სოფიას განსაკუთრებულად დახვდნენ
01-04-2022

უკრაინაში შექმნილი საომარი ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია, დატოვოს სამშობლო და სხვადასხვა ქვეყანას შეაფაროს თავი. საქართველოს კარი უკრაინელი ხალხისთვის ღიაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ბავშვები, ბაღებში გამარტივებული წესით მიიღეს. 

ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია სადაც უკრაინიდან ჩამოსული სოფია ჩაირიცხა. ქალაქ ჟიტომირში მხცოვრებ სოფიას ოჯახს ქალაქ ხობში გადმოსვლა იძულებით მოუხდა.  

პატარა სოფიას აღმზრდელ-პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.

„უკრაინის მზის სხივმა“ ჩვენს ბაღშიც შემოანათა და პატარა სოფია ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გახდა. მასპინძელმა აღსაზრდელებმა მას მხიარული დახვედრა მოუწყვეს“,- აღნიშნავენ საბავშვო ბაღში. 

აღსანიშნავია, რომ ბაღში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.

„არა ომს! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს!“- ასეთია ბაღის წარმომადგენელთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203