„ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ სტრუქტურულ ერთეულებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) შემუშავება და დანერგვა გრძელდება.
29 მარტს, სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ საბავშვო ბაღების მთავარ სპეციალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
ტრენერმა, ელენე გიორგაძემ, HACCP-ის ლიდერებს დოკუმენტაციების წარმოების შესახებ კონსულტაცია გაუწია.
იხილეთ ფოტოები: