ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის პატარებმა უკვე კარგად იციან, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
ბაგა-ბაღში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის 4-5 წლიანთა „ა“ ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ხატია გაბრავამ, ამ დღესთან დაკავშირებით, ჯგუფური აქტივობა- „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ დაგეგმა.
მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და პლაკატი დაამზადეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები: