„მხიარული რიცხვები“ - სახალისო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის
01-04-2022

მათემატიკური აზროვნებისა და რიცხვების საშუალებით ამოცანების გადაჭრის უნარებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. მათ რაოდენობის აღქმა უადვილდებათ ურთიერთშედარებით, დათვლითა და დახარისხებით. ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის 4-5 წლიანთა „ბ“ ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ნონა თირქიამ ბავშვებს მათემატიკური უნარების განვითარებისთვის მეტად სახალისო აქტივობა „მხიარული რიცხვები“ შესთავაზა.

1-დან 5-მდე რიცხვების გასამარტივებლად აღმზრდელ-მასწავლებელმა ლამაზად მოხატა რიცხვები და მასზე დასვა შესაბამისი რაოდენობის წერტილები. შემდეგ მეორადი მასალისგან დაამზადა ვაგონები. თითოეულ ვაგონში მოათავსა შესაბამისი რაოდენობის რესურსი.

ბავშვებმა წერტილების დახმარებით შეძლეს თითოეული ვაგონისთვის შესაბამისი ციფრი შეესაბამებინათ.

პატარებისთვის აქტივობა განსაკუთრებით სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203