ბუნება ბავშვს აძლევს მდიდარ და მრავალფეროვან საშუალებას დაკვირვებისა და კვლევების გზით ჩაწვდეს მის მშვენიერებას და საიდუმლოებას. სწორედ, ამ მიზნით, ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის „ა“ ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ლელა კვარაცხელიამ ბავშვებს მეტად საინტერესო პროექტი - „ბოსტანი“ შესთავაზა.
რადგან უამინდობის გამო ეზოში ვერ მოახერხეს ჩათესვა, გადაწყვიტეს ჯგუფის სივრცეში მოეწყოთ პატარა ბოსტანი.
ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში: მშობლების დახმარებით მოაგროვეს ნოყიერი ნიადაგი, დათესეს მწვანილი, ჩარგეს ხახვი, ნიორი, კარტოფილი. ბავშვები აკვირდებოდნენ მცენარის ზრდის პროცესს და ცვლილებებს.
პროექტი აღსაზრდელებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.