დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნა და მათი დაკავშირება აღწერილ სიტუაციასთან - საკითხი მასწავლებლის საგამოცდო ტესტის ნიმუშიდან
26-05-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის ტესტის ნიმუში გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა ტიპის დავალებაა მოცემული.

ტესტურ დავალებებს შორის ერთ-ერთი ცოდნის 3 კატეგორიის განმარტებასა და გააზრებას მოითხოვს. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რას გულისხმობს დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნა. პედაგოგს აღწერილი სიტუაციის ცოდნის ტიპთან დაკავშირება უნდა შეეძლოს.

როგორ უნდა გაარჩიოთ, რომელი ტიპის ცოდნაზეა საუბარი მოცემულ სიტუაციაში? ცოდნის რომელი სახე რა შეკითხვას პასუხობს? 

ცოდნა ცოდნის სამი კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის) ერთიანობაა, რომელიც სამი ტიპის შეკითხვას პასუხობს:

  • რა ვიცი?
  • როგორ შევასრულო?
  • როდის, რატომ, რა შემთხვევაში, რა პირობებში გამოვიყენო?

დეკლარატიული ცოდნა – გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. იგი სტატიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვას: რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა – გულისხმობს ქმედების ან ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების/პროცედურების დონეზე. იგი დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და უპასუხებს შეკითხვას: როგორ გავაკეთო? როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა – გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას იძლევა. იგი დინამიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203