პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 800 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას რეაბილიტაცია სჭირდება, რათა ევროპული ერთიანი სტანდარტი დააკმაყოფილოს.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. ყველა სამინისტრომ გამოაგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც იქნება ასაშენებელი ან იქნება გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ“
არსებულის ჩამონათვალი საკმაოდ მასშტაბურია და თითქმის 2 მილიართ ლარამდეა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები 3დან 5 წლამდე უნდა განხორციელდეს, თუმცა ღარიბაშილი გამოდი ინიციატივით რომ სამუშაები წელსვე დაიწყოს. მისი თქმით, მხოლოდ განათლების სამიისტორს 800 საჯარო სკოლა აქვს გასარემონტებელი
„ბატონ მიხეილს, აქვს 800 სკოლა გასარემონტებელი. ერთიან სტანდარტში რომ მოვაქციოთ ყველა სკოლა. ევროპული სტანდარტის მიხედვით რომ გავარემონტოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.