ალმატის საჯარო სკოლაში შემოდგომა დღესასწაულად აქციეს
16-11-2017
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ალმატის საჯარო სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა. 

სკოლის მასწალებლების ინიციატივა აღსაზრდელებმა  სიხარულით აიტაცეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. 

მოსწავლეებმა წელიწადის ამ ულამაზეს დროზე ლექსები და თემა მოამზადეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე თეატრალური წამოდგენა დადგეს. 

მოზარდებმა პრეზენტაცია  ნახეს, სადაც გაიგეს თუ რა ხილი და ბოსტნეული მოდის წელიწადის ამ დროს და რას ეძახდნენ შემოდგომის თვეებს ჩვენი წინაპრები.
 
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. 

მოზარდებმა ბუნებაშიც გაისეირნეს, სადაც ფოთოლცვენა აღბეჭდეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203