სკოლა, რომელიც მოაზროვნე თაობას ზრდის
08-03-2018

აწყვიტის საჯარო სკოლაში VII-VIII კლასებს შორის ჭადრაკში შეჯიბრი ჩატარდა. 

შეჯიბრის მთავარ მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სკოლის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, აწყვიტის სკოლისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა, მათი წახალისება და მოტივაციის ამაღლება. 

შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი ცეზარ ზედგინიძე ხელმძღვანელობდა. 


დასასრულს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა ახლო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებების მოწყობასა და ამ გზით მოსწავლეების სტიმულირებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203