თამაში ბავშვისთვის წამყვანი საქმიანობაა. ამასთანავე სასიამოვნო პროცესია, რომელიც თავისუფლების და სიხარულის განცდას ანიჭებს მას. თამაში ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ამ დროს ვითარდება სოციალური უნარები: თამაშის წესების გაცნობა, თანამიმდევრობის დაცვა, წესების მიხედვით მოქმედება, მომდევნო მონაწილის გაცნობა. სწორედ, ამ უნარების განვითარება წაახალისა ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ნანა ქაშიბაძემ. მან აღსაზრდელებს ეზოს წესებიანი თამაში შესთავაზა.
პატარები განმავითარებელ თამაშში ინტერესით ჩაერთნენ და ახალი ცოდნა და უნარები სახალისო გზით შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა ინტელექტუალურ, სოციალურ, თუ ფიზიკურ განვითარებას აღმზრდელ-პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ. ბაგა-ბაღის პატარები ყოველდღიურად მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებში არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: