ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და რეიტინგული უნივერსიტეტია საქართველოში.KIU-ში სასწავლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგების სათავეში მოექცა (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი და საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები, ასევე მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს (წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით) KIU მრავალფეროვან საგრანტო პროგრამებს სთავაზობს, მათ შორის: სწავლის დაფინანსებას, კამპუსში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსებას, KIU სტიპენდიას, KIU ბარათს, რექტორის სტიპენდიას.
KIU დაფინანსებები: სოციალური გრანტი,აკადემიური გრანტი,სტიპენდიები.KIU-ს საგრანტო ფონდის ფარგლებში ფინანსდება:• სწავლის გადასახადი
• სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი
• სტუდენტური სტიპენდია
• KIU ბარათი (KIU ბარათი მოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტში)
ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 51 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.
სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ KIU სტუდენტური
გრანტების ფონდის სახელმძღვანელო და
დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა.