ბაღებში აღმზრდელთა რაოდენობამ მოიმატა, აღსაზრდელთა მაჩვენებელმა დაიკლო - ოფიციალური მონაცემები
09-08-2022

საქართველოს მასშტაბით, სააღმზრდელო დაწესებულებების, აღსაზრდელთა და აღმზრდელთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, ბაღების საერთო რაოდენობა 2021-2022 წლებში 1-ითაა გაზრდილი 2020-2021 წლებთან შედარებით.

თუ 2020-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 1647 ბაღი იყო, 2021-2022 წლებში 1648-აა. რაც შეეხება აღსაზრდელებს, 2020-2021 წლებში მათი რაოდენობა 158 062 იყო, 2021-2022 წლებში კი  თითქმის 4 ათასით ნაკლებია და 154 501-ს შეადგენს

აღსაზრდელების რიცხვი კი პირიქით, გაზრდილია: თუ 2020-2021 წლებში 16 234 იყო, 2021-2022 წლებში, საქართველოს მასშტაბით 17 194 აღმზრდელია.

თბილისში საბავშვო ბაღების რაოდენობა 185-დან 187-მდე გაიზარდა, სამაგიეროდ საგრძნობლად შემცირდა აღსაზრდელთა მაჩვენებელი 58 836-დან 57 957-მდე, აღმზრდელების რიცხობრივი მაჩვენებელი კი 2021-2022 წლებში თითქმის 600-ით - 5 078-დან 5 610-მდე გაიზარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203