დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეები რუსთავის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.
სკოლის დირექტორთან ერთად, ღონისძიების მთავარი ინიციატორები კლასის დამრიგებელი ეკა კობრავა და მუსიკის მასწავლებელი მაია გულოშვილი იყვნენ.
ამ ლამაზ დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მოსწავლეებმა მოხუცებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. ბავშვების მიერ ჩატარებულმა ზეიმმა, მათ მიერ წარმოთქმულმა ლექსებმა, ნამღერმა სიმღერებმა დამსწრე აუდიტორია მოხიბლა.
მისალოც ბარათებთან ერთად, სტუმრებმა მოხუცებს საჩუქრად ტკბილეული და ყვავილები გადასცეს, უსურვეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.
მოსწავლეებმა ნამდვილად მოახერხეს მოხუცების გულების გათბობა და შეხსენება იმისა, რომ ისინი არასდროს იქნებიან მარტო.
იხილეთ ფოტოები