თბილისის N23 საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო კონკურსი „რეიტინგის“ ფარგლებში ჩატარდა ქალთა დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „დედების ჩართულობა“.
აქტივობის მიზანია სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში მშობლების მონაწილეობა, მოსწავლეების მოტივირება.
კონკურსში მონაწილეობდნენ VII – X კლასის მოსწავლეთა დედიკოები. მათ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები სხვადასხვა გასართობ და ინტელექტუალურ თამაშებში.შედეგებს აფასებდა კომპეტენტური და სამართლიანი ჟიური: მასწავლებლები, სკოლის ექიმი და მოსწავლეები.
ჟიურის საპატიო წევრი თბილისის N49საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ცაავა იყო.
„დედების ჩართულობას“ გულშემატკივრობდნენ სკოლის მასწავლებლები, მშობლები და ყველაზე „ქომაგი“ შვილები.
იხილეთ ფოტოები