რეგისტრაციის დროს დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები - საგამოცდო ქალაქის არჩევისას გაითვალისწინეთ, შეძლებთ დროულად მისვლას საგამოცდო ცენტრამდე?
06-04-2022

პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 14 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. რეგისტრაცია მიმდინარეობს ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელთათვის.

გამოსაცდელებს რეგისტრაციის ყურადღებით გავლა ევალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ისინი მონაცემებს ვეღარ შეცვლიან.

შეცდომები, რომელსაც მასწავლებელი გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ ვეღარ გამოასწორებს, შემდეგია:

  • არასწორად მითითებული ტელეფონის ნომერი;
  • პირადი ნომერი შეცდომით;
  • არასწორად არჩეული საგამოცდო საგანი;
  • არასწორად არჩეული საგამოცდო ქალაქი.

მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე გამსვლელებმა სასურველი საგამოცდო ქალაქის არჩევისას გაითვალისწინონ, რამდენად შეძლებენ დროულად მისვლას საგამოცდო ცენტრამდე.
აპლიკანტებს საგამოცდო ქალაქის შესაბამის ველში საშუალება აქვთ აირჩიონ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი ან ფოთი. იმ შემთხვევაში თუ ისეთ საგამოცდო ქალაქს აირჩევთ, რომელიც თქვენგან შორ მანძილზეა და დროულად მისვლა გაგიჭირდებათ, დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაიშვებით. დაგვიანების შემთხვევაში არ განიხილება არანაირი მიზეზი და თქვენ გამოცდაზე გასვლის შანსს დაკარგავთ.

რეგისტრაციის დროს ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, აუცილებლად უნდა მონიშნოს - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე წარადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია 29 მარტიდან იწყება - დეტალები

მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით „ნაეკი“ 7 აპრილს პირველ შეხვედრას გამართავს

რომელ ორ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ მასწავლებლებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203