მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განახლებული სქემის ფარგლებში გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში შიდა შეფასების სტანდარტირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.
მასწავლებელმა დალი ჩხიკვაძემ VI კლასელ მოსწავლეებს მსჯელობის მთავარ საგნად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი“ წარუდგინა.
საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
იხილეთ ფოტოები