„როგორ ავაშენოთ ნავი?“ - პროექტებით სწავლება ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში
06-04-2022

ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის პატარებისთვის სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი განსაკუთრებით შემეცნებითი და სახლისოა. ბავშვები ყოველდღიურად მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებში არიან ჩართულნი, აღმზრდელ-პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტით სწავლებას.

ამჯერად, ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელმა, სოფო ზოიძემ პატარებს თემის - გზები და ტრანსპორტი, შემაჯამებელი პროექტი შესთავაზა.

„როგორ ავაშენოთ ნავი?“- ასეთია პროექტის სახელი, რომელშიც პატარები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

პროექტის საბოლოო შედეგამდე დაიგეგმა მის შესაქმნელად საჭირო აქტივობები. ბაღის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად მოაგროვეს ყველა საჭირო რესურსი და მასალა. ბავშვებმა მეორადი მუყაოს ყუთებისგან დაამზადეს ნავი. აქვე გაჩნდა ზღვის და ჩანჩქერის იმიტაციის იდეაც. შემდეგ პატარები ჩასხდნენ ნავში და „გაცურეს“.

„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვების სოციალური, წარმოსახვითი და ინტერაქტიული უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ ბაღში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203