განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო - 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში ის მოსწავლეებიც შეძლებენ შესვლას, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდება - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის კულუარებში საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე ინფორმაცია გუშინ გაჟღერდა და დღეს, პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე, გიორგი ამილახვარი ბრიფინგს მართავს. მართალია, ბრიფინგის თემა ცნობილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ამ საკითხს უკავშირდება უეცრად ჩანიშნული ბრიფინგიც.
შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული კანონმდებლობით პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებლი, რომლებსაც 6 წელი სასწავლი წლის დაწყების დღეს უსრულდებოდათ.
იხილეთ:
ბავშვები, რომლებიც 30 სექტემბრის ჩათვლით გახდებიან 6 წლის სკოლაში შევლენ?