პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დაადასტურა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ. "მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი. განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 -ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500- მა პირმა მიმართოს სკოლას.
„ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა, საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს შეეხება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში“, - გიორგი ამილახვარი.
იხილეთ:
განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო?