სკოლების ინფრასტრუქტურა არ არის მზად პირველკლასელთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად 
06-04-2022

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა,რომ სკოლაში პირველკლასელთა დარეგისტრირების თარიღი ყოველწლიურად გადაიწევს და საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ სკოლაში მისვლა შეეძლებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. 

„ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით აუცილებლად გაგრძელდება მომავალში შესაბამისი წესით ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად.

ჩვენ ვმუშაობდით მეთოდისტებთან, ფსიქოლოგებთან, დარგის ექსპერტებთან ერთად და გვაქვს უკვე ხედვა წარმოდგენილი. ყოველ წელს ამას სჭირდება სისტემის მომზადება, რადგან დაახლოებით 17 ათასამდე მოსწავლეს შესაძლოა ეს შეეხოს, თუ ჩვენ ავიღებთ წყალგამყოფს 31 დეკემბერს, რომელიც ყველაზე გონივრული, ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური თარიღია. გვაქვს უკვე ხედვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, როცა სისტემა იქნება მზად, ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ ამ რეფორმას ვიწყებთ დღეს და გავაგრძელებთ და ყოველწლიურად მოხდება გადახედვა იმ პრინციპით, რასაც დღეს ვაინიცირებთ. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ეტაპზევე დარეგისტრირდეს ყველა, ვინც 1 -ელ ოქტომბრამდეა დაბადებული“, - განაცხადა ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203