ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდ შესვენებას სპორტული და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებებისთვის იყენებენ
08-03-2018
ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები 20 წუთიან შესვენებას სხვადასხვა ტიპის სპორტული და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებებისთვის იყენებენ. თებერვლის თვეში სპორტული ღონისძიება მაგიდის შაში გაიმართა, რომელსაც სკოლის მასწავლებლები ჟუჟუნა იაკობიძე და ირმა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. შეჯიბრი ორ ტურად გაიმართა. მასში მონაწილე მოსწავლეები განსაკუთრებული მოტივაციით გამოირჩეოდნენ.
შეჯიბრში გამარჯვებულმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს. სკოლის დირექციამ წარმატებულ აღსაზრდელებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.