გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის VI კლასში ვიქტორინა ქართული ენის ყველაზე უკეთ მცოდნე მეექვსეკლასელის გამოსავლენად ჩატარდა.
კონკურსს, სახელწოდებით ,,ვინ უკეთ იცის ქართული ენა" მოდერატორობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე მედულაშვილი უწევდა.
მოსწავლეების მთავარ ამოცანას ისეთი დავალებების შესრულება წარმოადგენდა, რომლებიც მათ ქართული ენის ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენაში დაეხმარებოდა.
მოსწავლეებისთვის ვიქტორინა საინტერესო და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა. გამარჯვებულები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები