მთისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ წარმატების მოწმობები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
08-03-2018
2017-2018 სასწავლო წელის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის" პირველ ტურში მთისუბნის საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის ხუთივე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ამათგან, ორი: ირაკლი ჯაბნიძე და გოგიტა თურაძე „ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 
 
მერვე კლასის მოსწავლე მირზა ჯაბნიძემ კი „ეტალონის“ წარმატების მოწმობა დაიმსახურა.  

სკოლის დირექტორმა ანზორ თურაძემ და „ეტალონის“ პედაგოგმა გოჩა გორგოძემ წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203