ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ქალებს ლამაზი საღამო მიუძღვნეს
08-03-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, დაიდგა სტკეჩები. 

ბავშვებს მშობლებიც შეუერთდნენ. ერთერთმა დედამ ულამაზესი სიმღერა შეასრულა. 

ზეიმზე სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას დედისა და ქალთა დღე რუსულის პედაგოგმა ამირან შავაძემ და სკოლის დირექტორმა დონარ აბულაძემ მიულოცეს. 

მილოცვას უერთდებიან ძირკვაძეების საჯარო სკოლის პედაგოგებიც: 

„ყველა დედას და ქალს გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღესასწაულებს და გისურვებთ ყოფილიყავით უბედნიერესი დედები, დები, ბებიები და საერთოდ უბედნიერესი ქალბატონები.“

ღონისძიებას ნადიე ქამადაძე, ზაირა ქედელიძე და თემურ თავართქილაძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203