„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებს ეხება.
უფრო კონკრეტულად, „64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად:
„მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა და ლიტერატურა“;
მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის (დანართი №4) სათაური კი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა და ლიტერატურა“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია და ხელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს.