2 ხელოვანი ლიზი მცხეთის N2 საჯარო სკოლიდან
08-03-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის არაერთი მოსწავლე ხელოვანია. ზოგი ხატავს, ზოგს ძერწვის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ზოგიც კი შესანიშნავად ქარგავს.

მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა სკოლაში პერიოდულად ეწყობა. სკოლის წარმომადგენლები ამაყობენ თავიანთი აღსაზრდელებით:

„ჩვენი სკოლა განთქმულია თავისი ლამაზი ტრადიციებით, დახვეწილი კულტურითა და ლამაზად აღზრდილი მოსწავლეებით, რომლებიც არამარტო განათლებას იძენენ ამ კედლებში, არამედ მაღალ სულიერ ფასეულობებსაც ეზიარებიან და ზნეობრივად ფაქიზდებიან.“ 

დღეს მცხეთის N2 საჯარო სკოლის ორი ხელოვან მოსწავლეს გაგაცნობთ. 

მე-9 კლასელი ლიზი კილასონია ორი წელია, რაც ხატავს. განსაკუთრებით პეისაჟების ხატვა უყვარს. მისი საყვარელი მიმდინარეობა სიურრელიზმია. როგორც ლიზი აღნიშნავს, მისი მიზანია, თავისი კვალი დატოვოს მხატვრობაში.

მე-11 კლასელი ლიზი აბრამიშვილი ბავშვობიდან ხატავს, ბოლო ხუთი წელია კი ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი შთაგონების წყარო იმპრესიონისტები არიან.

გაეცანით ორი ნიჭიერი მოსწავლის ნამუშევრებს და იხილეთ ვიდეოები, სადაც გოგონები საკუთარ თავზე საუბრობენ:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203