„იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველი იყოს, ხელი უნდა შევუწყოთ“-ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი
07-04-2022
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორს, ამბროს ჩაბოშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- იმისათვის, რომ პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველი იყოს, მას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რათა თავის თავზე იმუშაოს.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- მოწოდებით მასწავლებელი ნაკლებად არის ჩვენს სკოლებში.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- თუ მოწოდებით პედაგოგი არ არის, მას გამოცდები ვერ უშველის გახდეს მასწავლებელი. 

-  როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ თითქმის ყველა სკოლაში მრავალი ხარვეზი დაგვანახა, რამაც სწავლების ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონია.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ დაგვანახა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...