ხოჯორნის საჯარო სკოლაში ქალთა დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-03-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლაში გაზაფხულისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

თავდაპირველად, აზერბაიჯანული სექტორის მასწავლებელმა სოენ აბდურახმანოვმა კოლეგა ქალბატონებს 8 მარტი საკუთარი ნახატით მიულოცა. შემდეგ კი,  არმინე ხაჩატურიანის სადამრიგებლო მესამეკლასელებმა საკუთარი ხელით დამზადებული თაიგულები მიართვეს მასწავლებლებს.​

ქართული ენის მასწავლებელმა, ნარინა ასატრიანმა და მეოთხეკლასელებმა გაზაფხულის კუთხე მოაწყვეს.

უფროსკლასელებმა მასწავლებლებთან : კარინა გარიბიანთან, ლუსინე ასატრიანთან, ანაიტ ვერმიშიანთან, ნარინა ასატრიანთან და მანუკ მანუკიანთან, ერთად ტკბილეულით, ლექსებით და სიმღერებით აღნიშნეს ქალთა დღე. 

მეთორმეტე კლასის ბიჭებმა კი გოგონებს ტორტი მიართვეს და ყავაც თავად მოუდუღეს.

ღონისძიებამ მხიარულად ჩაიარა.​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203