სკოლის ფილოსოფია, კურიკულუმი, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეების მხარდაჭერა.. - რას ეხება სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი
09-04-2022
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები, რომელიც პარლამენმტმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა. ერთ-ერთი მუხლი, რომელიც კანონში გაიწერა სკოლების ავტორიზადაციის სტანდარტს ეხება, ასევე დაზუსტდა ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევებიც.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) სკოლის ფილოსოფიას;
ბ) სასკოლო კურიკულუმს;
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;
დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ჩაიწერა ისიც, რომ განათლების სამინისტროს უფლება აქვს სკოლისთვის ავტორიზაციის განსხვავებული პირობები განსაზღვროს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე

ასევე, ცვლილებები შევიდა, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დებულებებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203