ვალის N2 საჯარო სკოლაში პროექტი-ღონისძიება ,,მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ...“ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები პედაგოგები- ირმა ხითარიშვილი და ლიანა სარიშვილი არიან. პროექტში მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის მონაწილეებმა ქალური და მამაკაცური პროფესიები დახატეს, დაათვალიერეს სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოების ილუსტრაციები და განიხილეს, დაცული იყო თუ არა გენდერული ბალანსი.
მე-10 და მე-11 კლასელებმა აუდიტორიას წარუდგინეს ესეები და პირადი დამოკიდებულების გამომხატველი პლაკატები.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს გენდერულ საკითხებსა და ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე საზოგადოების მოსაზრებები.
დაკვირვების შედეგები მოსწავლეებმა მსმენელებს მინი-ბანერებისა და მოკლე რეფერატების სახით წარუდგინეს.
ზოგიერთი სტერეოტიპის გაანალიზებას საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ,,სტერეოტიპები არარეალურია, მთავარია შედეგი! მნიშვნელოვანია, რომ საქმე აკეთოს მან, ვისაც ეს კარგად გამოსდის! უარი ვთქვათ სტერეოტიპებზე და დავიცვათ ერთანეთის უფლებები!“.
იხილეთ ფოტოები