შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პედაგოგებს ყურადღებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საგამოცდო ტესტებში არც ერთი დავალება არ არის ისეთი, რომელიც მასწავლებლის პროგრამას ცდება.
„ნაეკის“ წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ მასწავლებლის საგამოცდო პროგრამაში მოცემული საკითხები სასკოლო წინგებში არ არის ბოლომდე გაშლილი:
„მასწავლებლის პროგრამა „ნაეკის“ გვერდზეა მოცემული და თავიდან ბოლომდე ეფუძნება მასწავლებლის სტანდარტს. თუმცა პროგრამა მასწავლებლისთვის, არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა, ეს სკოლის წიგნებშია თავიდან ბოლომდე გაშლილი. ეს არის მასწავლებლის სტანდარტი და არა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები. ამიტომ ცოტა უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ [აპლიკანტები]“.
იხილეთ: საგამოცდო პროგრამები ცნობილია - 2022 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება