„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება მტკიცდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ − აკრედიტაციის დებულება)“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს აქართველოს პრეზიდენტი. ცვლილებებისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 6 თვე აქვს.