ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი 1027 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ონლაინ სწავლებაზე უარი 3830-მა მოსწავლემ თქვა.
სწავლების ფორმატის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში საიტიდან - https://online.emis.ge.
სისტემის განცხადებით, რეგისტრაციის ან მის გასაუქმებლად, საჭიროა მშობლისა და მოსწავლის პირადი ნომრები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებულ ინფორმაციას.
უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.
თუ მშობლის ნომერი არასწორია ან ის შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება.